Preloader image
«    October 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • მზეთუნახავი მთვარიდან ანუ იგივე "Sailor Moon"
    23-04-2018, 12:00
    Anime / Manga
    Editing
    მოგესამებით,ოკომურა კვლავ დაგიბრუნდათ 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ანიმეთი და ეს გახლავთ "Sailor Moon" ან როგორც იაპონელები მას უწოდებენ "Bishojo senshi sera mun"-"Pretty Guardian Sailor Moon".

    როგორც ჩვენთვის ცნობილია ანიმე მანგის გარეშე არ ასებობს და ჩვენც მისი ისტორიით დავიწყოთ.

    ეს მანგა იაპონიაში პირველად 1991-95 წლებში გამოჩნდა.(ალბათ,ყველაზე სტაჟიან ანიმეს მოყვარულებს ემახსოვრებათ კიდეც)მისი ავტორი გახლავთ ნაოკო ტაკეუჩი.სწორედ ამ ადამიანმა შექმნა მანგას ისტორიაში ყველაზე პოპულარული ისტორია,რომელიც 27 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.
    ანიმეს გადაღება კი მხოლოდ 1995-97 წლებში დაიწყო.სულ დღეისათვის გამოშვებულია ანიმეს 200 სერია,სამი დამოუკიდებელი ფილმი,ხუთი სპეც გამოშვება და ხუთი სამახსოვრო ფილმი.რაც შეეხება ლაივ ექშენს მისი გადაღებები 2003-2004 წლებში დაიწყეს და დღემდე გრძელდება.

    ახლა მოკლედ განვიხილოთ მისი შინაარსის შესახებ.თვითონ სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება,მთავარი გმირი არის 14 წლის უსაგი ცუკინო(შემდეგში უკვე სეილორ მუნი)მისი პერსონაჟი მთლიანად ევროპელს ჰგავს ვიზუალით,ლამაზი დიდრონი ცისფერი თვალები და ულამაზესი ქერა კიკინები.მიუხედავად იმისა რომ  უბადლოდ ლამაზია,მისი პიროვნება ძალიან შორსაა მისგან.

    უსაგი არის საშინლად ზარმაცი,უყვარს გართობა,კომპიუტერული თამაშები,საყიდლებზე სიარული და ძილი.მოკლედ,უზრუნველად ცხოვრება ურჩევნია.ის სულ ხათაბალას ქმნის და სულელურად იქცევა.მანამ სანამ ერთ დღესაც არ შეხვდება შავ კატას,სახელად ლუნას,რომელსაც შუბლზე რკალისებრი მთვარე აქვს გამოსახული და რომელიც ,როგორც შემდეგ აღმოჩნდება მისი გზამკვლევია.

    ლუნა მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს,უსაგი იგებს რომ ის არის "Sailor Moon"-ი და მისი მოვალეობაა მთვარის პრინცესისა და ვერცხლის კრისტალის პოვნა.ვერცხლის კრისტალი კი არის უდიდესი ძალისა და ენერგიის წყარო,რომელიც ბოროტ ძალებს ხელში არ უნდა ჩაუვარდეს თორემ მსოფლიოს დაიპყრობენ.
    მოკლედ ის იწყებს ბრძოლას შავ-ბნელი ძალების წინააღმდეგ,თუმცა სეილორ მუნი მარტო არაა,სერიების განმავლობაში მისი თანაგუნდელების რაოდენობაც იზრდება,ესენია: სეილორ მერკური,სეილორ მარსი,სეილორ ნეპტუნი,სეილორ პლუტონი და სეილორ სატურნი.

    შიგადაშიგ მათ რთულ სიტუაციებში ეხმარებათ Tuxedo mask-ი,რომელიც სეილორ მუნის რჩეული ხდება,თუმცა უსაგის წარმოდგენაც არ აქვს რომ მას რეალობაშიც იცნობს.


    დღესდღეობით ეს ანიმე კვლავ არ კარგავს პოპულარობას,მეტიც,შეიძლება ითქვას,რომ ის პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია.მისი აქსესუარები დღესაც მილიონობით იყიდება მსოფლიოს გარშემო და ,მგონი, არ არსებობს არცერთი ქოსფლეისა და ანიმეს ფესტივალი სადაც ერთი სეილორ მუნი მაინც არ იქნება.


    ბოლოსთვის მოვიტოვე მისი მუსიკალური გაფორმება,OST-ი რომელიც დღემდე საინტერესოა და რომელსაც ჰქვია -"Moonlight Densetsu"-მისი ავტორია ტეცუია კომორო.თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში და მოუსმინოთ.მაშინვე იგრძნობთ 90-იანი წლების როკ-პოპს იაპონური სანელებლებით.

    შეჯამებისთვის,ვისაც გიყვართ შოჯო ანიმე და პატივს სცემთ ტკბილ ბავშვობის მოგონებებს აუცილებლად უნდა ნახოთ ან წაიკითხოთ ეს საყვარელი მანგა და ანიმე,ნამდვილად არ ინანებთ.
    скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    October 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up