Preloader image
«    August 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • "Slam Dunk"ანუ ანიმეს ისტორიაში მერვე საოცრება
    19-04-2018, 22:00
    Anime
    Editing
    “Slam dunk”
    “სლემ დანგი“

    მოგესალმებით , მე ვარ ანა ოკომურა და დღეიდან ამ ფსევდონიმით გავუძღვები
    90-იანი წლების ანიმეების განხილვებს და მათ შედარებას ახალ , თანამედროვე ანიმეებთან .

    პირველად კი მინდა ვისაუბრო ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენასა და სიახლეზე რომელსაც ეწოდება „Slam Dunk”( „სლემ დანგი“ ქართულად)
    სლემ დანგის ავტორი არის ლეგენდარული მანგას შემქმნელი ტაკეჰიკო ინოე , რომელმაც მსოფლიოს მანგას ისტორიაში წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი სპორტული ჟანრის ნამუშევრით . ეს მანგა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მანგათა ათეულში მერვე ადგილზეა , სულ 121 მილიონი ეგზემპლიარია გაყიდული , თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ , რომ ამ მანგის გამოშვება 1993 წელს დაიწყო მართლაც რეკორდული რაოდენობაა . ჯერ მანგა გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული  , შემდეგ კი ანიმე ეკრანიზაციამაც არ დააყოვნა და დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებელთა შორის .


    მანგისა და ანიმეს მთავარი გმირი არის შუჰოკუს სკოლის უფროსკლასელი საკურაგი ჰანამიჩი . ის გამოირჩევა სიმაღლით , წითელი თმითა და თავისი ხისტი ხასიათით

    ( ზოგადად ანიმეში თმის ფერი ბევრი რამის განმსაზღვრელია და ჟღალთმიანები როგორც ყოველთვის გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათითა და მტკიცე ნებისყოფით ). ის ბანდის წევრია და მუდამ მეამბოხეა , სულ ჩხუბობდა და მუდმივად იმარჯვებდა
    ხელჩართულ ბრძოლაში . თუმცა ერთადერთი რაშიდაც არ უმართლებდა იყო სიყვარული და 50-ჯერ უთხრეს უარი შეყვარებულობაზე . ბოლო დამარცხების შემდეგ მან გადაწყვიტა აღარავინ შეყვარებოდა , მაგრამ ჰოი საოცრებავ , გამოჩნდა ულამაზესი ჰარუკა რომელმაც კვლავ გააღო მისი გულის კარები .

    მაგრამ ის აქაც ერთ პრობლემას წააწყდა , ჰარუკა მას როგორც მეგობარს ისე უყურებდა და მხოლოდ რუკავა იპყრობდა მის ყურადღებას . რუკავა შუჰოკუს კალათბურთის ლიგაში თამაშობდა და ყველა წარმატებას უწინასწარმეტყველებდა . ბევრი რომ არ გავაგრძელო საკურაგიმ იპოვა მეტოქე და ჩაება ბრძოლაში.


    მიუხედავად იმისა რომ კალათბურთს ვერ იტანდა ჰარუკას გამო გაწევრიანდა გუნდში და სულ მალე ყველა აღმოაჩენს მის ბუნებრივ ტალანტს,რომელიც მკითხველთან და მაყურებელთან ერთად მუდმივად იზრდება.
    მთელი ანიმე და მანგა დატვირთულია დაძაბული მომენტებით , ექშენითა და ადრენალინით ყველაფერი სწრაფად ვითარდება და იცვლება .

     ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ თითოეული გუნდის წარმომადგენლის გულშემატკივარი ხდები და მოწმე ხარ მათი განვითარებისა და წინსვლის.შუჰოკუს სკოლას ჰყავს დაუძინებელი მტერი კაინანი,რომელიც წამყაყვან გუნდთა სიაშია და ჩემპიონობას არ თმობენ,სწორედ მათ უპირისპირდება შუჰოკუს ნაკრები და ისინი ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისა და ლიდერობის მოსაპოვებლად.


    ანიმე ასევე გამოირჩევა მისი მუსიკალური გაფორმებითაც , რომელიც მოგვაგონებს კლასიკურ , 80-90 იან როკ ჰიტებს , მისი მთავარი Soundtrack-ი კი დღემდე არ კარგავს პოპულარობას.  მისი სახელია  Sekai Ga Owaru Made Wa- რაც ნიშნავს ქვეყნიერების დასასრულამდე . თუ გაინტერესებთ გადადით ლინკზე და მოუსმინეთ
    https://www.youtube.com/watch?v=-o55y3TZLBI
    მიუხედავად იმისა,რომ ეს ანიმე 90-იან წლებშია გამოშვებული მისი ეფექტები დღემდე არ კარგავს აქტუალობას , როგორც იტყვიან „სრულყოფილება საინტერესო არააო“ და , ჩემი აზრით , ეს ანიმე და მანგა ამიტომაცაა მიმზიდველი და შემოქმედებითი.
    90-იანი წლების ანიმეებს თავისებური ხიბლი აქვს , დღეს დღეობით ძალიან ბევრი სპორტული ანიმე გამოდის მაგრამ მათგან რომელი დარჩება ისტორიას ამდენი ხანი არავინ არ იცის . მე პირადად , ჯერ კუროკო მქონდა ნაყურები და შემდეგ ვნახე "სლემ დანგი" და მაინც "სლემ დაგს" ავირჩევდი . ტექნიკური მხარე რომ შევადაროთ ახალი ვითომ ეფექტურია და მოქმედებს თვალსა და გონებაზე . როგორც ჩანს რეჟისორს სურდა სლემ დანგის სტილში რაიმე ახლის შექმნა და კაგომეს პერსონაჟი რაღაცით საკურაგის მიამსგავსა .


    ისევ ვხვდებით ჟღალთმიან პერსონაჟს , რომელსაც დიდი ძალა და შეუპოვარი ნებისყოფა აქვს
    და ვერ აკონტროლებს ბოლომდე ამ თვისებებს . ორივეს თავისებური ხიბლი გააჩნია, თუმცა, "სლემ დანგი" უფრო კლასიკური კალათბურთის სახეობაზეა , კუროკო კი რაღაც ზებუნებრივ ძალებზეა გადაღებული , რომელიც რეალობას ცოტა ჩამოშორებულია .
    „რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრიაო „ ამ ქვეყანაზე , ასე რომ ნახეთ "სლემ დანგი" შეადარეთ კუროკოს და დასკვნა თქვენზე მომინდია . პირადად მე გეტყვით რომ არცერთ შემთხვევაში არ ინანებთ.
    მადლობა ყურადღებისთვის 😊
    скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    August 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up