Preloader image
«    August 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • 10 ყველაზე პოპულარული ანიმე !
    24-03-2018, 21:51
    Anime
    Editing
    ძვირფასო მკითხველო , მინდა შემოგთავაზო საზოგადოებაში 10 ყველაზე პოპულარული ანიმე !
    10 ყველაზე პოპულარული ანიმე !
    10. Dragon Ball- 1984 წლიდან დაწყებული ანიმე რომელიც დღემდე გამოდის და დასრულებას დიდად არ ჩქარობს ! საქართველოში დიდად არა, მაგრამ იაპონიაში Dragon Ball-ი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს (ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიამ ამბასადორად აირჩია და არა სხვა პერსონაჟები), მოცემული ანიმეს მაყურებელი უფრო ძველი კლასიკის მოყვარული ხალხია, მაგრამ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ თაობაშიც!

    9.Black Butler- პირველად ეკრანებზე 2009 წელს გამოჩნდა ეს ზებუნებრივი შავი იუმორით აღსავსე ანიმე ! დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მდედრ სქესის წარმომადგენლებში, მაგრამ დიდი ფანები ყავს მამრობითი სქესიდანაც. ისტორია გვიყვება თუ როგორ მიჰყიდა ახალგაზრდა არისტოკრატმა ბიჭმა სიელ ფანტომჰაიფმა სული ერთ-ერთ დემონს (სებასტიან მიქაელისს) იმის სანაცვლოდ რომ ეს დემონი მას სიკვდილის ბოლომდე ემსახურებოდა (აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მისი ახალი სეზონი ძალიან მალე გამოვა !).

    8.Naruto-  2002 წელს გამოვიდა ამ  მართლაც რომ ლეგენდარული ანიმეს პირველი სერია! იგი უამრავი ადამიანისგან მოწონებას თუ ზიზღს იმსახურებს, პერსონაჟების სიმრავლე, ავტორის კარგი ფანტაზია ამით დაამახსოვრა Naruto-მ მსოფლიოს თავი ! სამწუხარო ფაქტი იმაშია რომ უახლოეს მომავალში ნარუტო მთავრდება, მაგრამ იწყება მისი შვილის Boruto-ს თავგადასავლები!

    7. Hellsing-მეგობრებო გამოგიტყდებით და ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმეა, მოცემული ანიმე გვიყვება ჰელსინგის გვარის შესახებ რომლებიც უკვე 100 წელიწადზე მეტია ვამპირების გაწყვეტვით არიან დაკავებულნი, მათი მთავარი იარაღი კი პირველი ვამპირი ალუკარდია, ისტორია ეხება 2 მსოფლიო ომსაც და საკმაოდ სისხლიანი ანიმე გახლავთ ამიტომაც სისხლის, ბრძოლების , "Badass"-ი პერსონაჟების და დაუვიწყარი სიუჟეტის მოყვარულო მაყურებელო არ გამოტოვო ეს ანიმე ! (მისი ოდნავ შეახლებული ვერსია გახლავთ Hellsing Ultimate)

    6. Elfen Lied- გერმანული სიტყვაა და ქართულად "ელფების სიმღერას"-ნიშნავს, ანიმე ჰორორი და ეჩჩი ჟანრისაა (Hellsing-ივით) ამიტომაც აქ არ "ენანებათ" არც ზედმეტი სისხლი და არც ტანის გაშიშვლება. ანიმე ალბათ პოპულარული გახდა საკუთარი ბრუტალური სცენებით რომლებიც ანიმე ისტორიას ნამდვილად დარჩება ! სიუჟეტის მოყოლით თავს არ მოგაბეზრებთ წადით და თქვენთვითონ შეაფასეთ ეს სისხლიანი ანიმე !

    5.Rurouni Kenshin- ისტორია ეხება ყოფილ მკვლელს ჰიმურა კენშინს რომელიც ახლა ქვეყნის ირგვლივ დახეტიალობს რათა დაეხმაროს იმათ ვინც მკვლელებისგან იჩაგრება, მოკლედ რომ ვთქვათ ანიმეში გვხვდება დრამა (ომის პერიოდი, თუ როგორ შიმშილობდა ხალხი, თუ როგორ დაკარგეს მათ ახლობლები), ნამდვილად დაუვიწყარი ბრძოლები და რაღათქმაუნდა ცოტა დოზით კომედიაც.

    4.Bleach- მართალია დიდი სერიების ოდენობით გამოირჩევა, მაგრამ მისი ყურებით არ დაიღლებით მართალია ანიმეში გვხვდება უამრავი ფილერი, მაგრამ ისინიც არანაკლებ საინტერესოებია, ისტორია გვივყება მოზარდ იჩიგო კუროსაკიზე რომელიც მიიღებს "Soul Reaper"-ის ძალებს, ამ ძალების მიღების შემდეგ კი იწყება მისი ძალიან დიდი თავგადასავალი. თუ თქვენ ანიმე გაქვთ დამთავრებული არ გამოტოვოთ მანგაც რომელიც ძალიან დიდი ფანტაზიით და ახალი იდეებითაა გაჯერებული.

    3.Fullmetal Alchemist-მოცემული ანიმე გვიყვება ორ ძმაზე რომლებმაც პატარაობაში დედა დაკარგეს ხოლო შემდეგ ცადეს იგი აღედგინათ ალქიმიის საშუალებით, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ მეტიც , ერთ-ერთმა ძმამ დაკარგა ტანი ხოლო მეორემ ხელი და ფეხი, სიუჟეტი მოგვითხრობს მათ რთულ ბედზე თუ როგორ ცდილობენ დაიბრუნონ ძმის ტანი ფილოსოფიური ქვის საშუალებით, მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერი უფრო ჩახლართულია ვიდრე ჩანს. ასევე 2011-10 წლებში გამოვიდა მისი განახლებული ვარიანტიც Fullmetal Alchemist: Brotherhood რომელიც მანგის სიუჟეტს მიყვება, გირჩევთ ორივე ანიმეს უყუროთ.

    2.One Piece-700+ სერია, უამრავი საინტერესო პერსონაჟი, გულის ამაჩუყებელი მომენტები, დაუვიწყარი ბრძოლები და ულევი ფანტაზიის მქონე ავტორი აი რითი დაგვამახსოვრა ვან პისმა თავი ! ჩემი სიტყვები აქ ზედმეტია რადგანაც ფიზიკურად არ მეყოფა ლექსიკონი რათა ავღწერო ეს მშვენიერი ანიმე ამიტომაც თქვენთვითონ შეაფასეთ!

    1.Death Note
    - ვის ნარუტოზე სმენია ,ვის ბლიჩზე ვის ვან-პისზე ხოლო ანიმეშნიკების 80% ნადმვილად აქვს ნანახი სიკვდილის დღიური! (ნანახი თუ არა გაგონილი მაინც) არაერთმა კვლევამ დაადასტურა ის ფაქტი რომ მსოფლიოს მაცხოვრებლებისათვის ყველაზე ნაცნობი ანიმე ეს სიკვდილის დღიურია ! ამიტომაც იგი იმსახურებს ამ "ტოპის" პირველ ადგილს !скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    August 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up