Preloader image
«    October 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • რას ნიშნავს სიტყვა ანიმე
    3-03-2018, 13:23
    Anime
    Editing
    ალბათ ხშირად გაგიგონიათ სიტყვა ანიმე?
    საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის რა არის ანიმე, ზოგს ეს გონია უბრალო ანიმაციური ფილმი, ზოგს კი რაიმე ვიდეო რომელშიც ცხოველებია მთავარ როლში. თუმცა ეს ასე არაა.
    ანიმეს ისტორია XX საუკუნის იწყება, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე, პირველი ანიმე იყო 
    Chikara to Onna no Yo no Naka(ქალები თუ მსოფლიოს ძალა და ქალები) რომელიც გადაიღო Shiro Kido-მ 1933 წლის 13 აპრილს, რა თქნა უნდა ეს ფილმი იყო შავთეთრი. ეს ანიმე მიიჩნევა როგორც დაკარგულად.ამის შემდეგ დაიწყო ანიმეების ინტენსიურად გადაღება და გადაღების ხელოვნების დახვეწა.
    თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.
    რა თქმა უნდა ანიმეს ხატვის სტილიც განსხვავებული და უნიკალურია


    ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში „მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი.

    ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როცა ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ.
    ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ. ა. შ.

    ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც „ჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როცა საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაში „ჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატია „თეთრ და ფუმფულა“ პერსონაჟების მიმართ.
    ასევე ყურადსაღებია ანიმეს სიუჟეტის და ჟანრის თავისებურება
    ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.

    უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს „არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება „ნარუტო“ (Naruto), ან „ბლიჩი“ (Bleach) მივიჩნიოთ.

    скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    ასევე საინტერესოა
    «    October 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up