Preloader image
«    February 2019    »
MonTueWedThuFriSatSun
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
ანიმე
  • მოგესალმებით მე ვარ ნეტერო, დიდი ხნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი სტატია, რომელსაც ვაქვეყნებ იმის იმედით, რომ...
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • Top 10 უძლიერესი პერსონაჟი One piece-დან
    10-11-2018, 10:48
    Anime / Manga
    Editing
    One piece მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მანგაა(ტაიტლია), მისი ავტორი არის ეიჩირო ოდა ადამიანი, რომელსაც მე გენიოსს ვუწოდებ, მან შექმნა სამყარო რომელმაც ,პირადად, ჩემი ცხოვრება გაალამაზა, one piece 1997 წლის შემდეგ გამოდის, უკვე დავეჭდილია 90 volume რაც სულაც არარის ხელსამოსაკრავი რიცხვი, მას თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს მკითხველი, one piece იბეჭდება Weekly Shonen Jump-ში. ამ მანგას უამრავი ინდივიდუალური ღირსება აქვს, მაგრამ მე მინდა ყურადღება პერსონაჟებზე გავამახვილო, ოდა ყოველთვის გულისყურით ეკიდება პერსონაჟების დიზაინს თუ ინდივიდუალობას. სულ ანიმეში ,ჩემი ინფორმაციით, 770 პერსონაჟია(ეს რიცხვი არ არის აბსოლუტურად ზუსტი) რომლებიც სრულიად განსხვავებულები არიან, მათ განასხვავებთ: რასა (იგულისხმება one piece-ის რასები) იდეალები, ხასიათი, გარეგნობა, ქარიზმა, ძალა და ა.შ. პერსონაჟებს განასხვავებ არა მხოლოდ გარეგანი ნიშნები არამედ ძალაც და სწორედ უძლიერესებზე ვისაუბრებ ამ ტოპში (განვმეორდები, ჩემი აზრით)
     


      #10    
       აოკიძი (კუზანი)

     კუზანი მარინეს ყოფილი ადმირალია, ის ფლობს ყინვის ლოგიის ეშმაკის ხილს (Hie Hie no Mi), კუზანი იყო პირველი ადმირალი, რომელსაც მუგივარები შეხვდენენ, (ბოდიშით ამ სიტყვისთვის უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვიხსენიო ლუფის გუნდი თუ თქვენ იცით დააკომენტარეთ) აოკიძის შეუძლია ოკეანის მომენტალურად გაყინვა ჰორიზონტამდე, მის ძალაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სენგოკუმ სწორედ ის დატოვა თავის შემცვლელად, მაგრამ საკაძუკის სხვა გეგმები ჰქონდა, მან გამოიწვია აოკიძი დუელში, მათი ბრძოლა გაიმართა "პანკ ჰაზარდზე" 10 დღიანმა დუელმა სრულიად შეცვალა კუნძულის კლიმატი მისი ერთი ნაწილი სამუდამოდ ყინულით დაიფარა, მეორე მხარე კი მაგმის საკაძუკის მაგმამ დაფარა. აოკიძი დამარცხდა საკაძუკისთან დუელში, მაგრამ ეს მას არ აკნინებს. სწორედ ამიტომ ის იკავებს ჩემს ტოპში მე-10 ადგილს.

     

     
      #9 
      კიზარუ (ბარსალინო)
          კიზარუ მარინეს მოქმედი ადმირალია, ის ფლობს სინათლის ლოგიას, მისი ძალების სრული დემონსტრაცი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნამდვილი მონსტრია. კიზარუს ერთადერთი ბრძოლა ჩვენ "საბაოძიზე" ვნახეთ, როდესაც ის რეილის დაუპირისპირდა, ჩემი აზრით, ეს ბრძოლა უფრო რეილის ძალის წარმოსაჩენი იყო, ვიდრე კიზარუს. კიზარუ აოკიძიზე მაღლა მხოლოდ საკუთარი ხილის ძალით დგას.


      #8
      კატაკური

      შარლოტა კატაკური (გადავთარგმნე ოფიციალური ინგლისური ვერსია) შარლოტა ლინლინის (Big mom) მეორე ვაჟი და მესამე შვილია. ის გრძელფეხათა რასას მიეკუთვნება მისი ზომები გიგანტურია 509 სმ. კატაკური ლინლინის სტარპომია (პირველი დამხმარე) ჩემი აზრით ის აოკიძიზე და კიზარუზე ძლიერია, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ხილი, კატაკური გამოირჩევა საკუთარი ინტელექტით და სტრატეგიული აზროვნებით, ასევე მას უაღრესად განვითარებული აქვს დაკვირვების ჰაკი და რაც ყველაზე მთავარია მას აქვს სამეფო ჰაკი, რაც მას ერთ-ერთ უძლიერეს პერსონაჟად აქცევს.

       #7
       ფუჯიტორა
        
       ფუჯიტორა იგივე იასამნისფერი ვეფხვი, მარინეს მოქმედი ადმირალია, ის ძალიან კარგი მოფარიკავეა, ამავე დროს მას ან მის ხმალს აქვს ნაჭამი გრავიტაციის პარამეციის ხილი, რამაც მას ძალიან დიდი ძალა მიანიჭა, ჩემი აზრით, ის იმსახურებს მე-7 ადგილს.
       

      #6
      დრაკულა მიჰოუკი
     ჩემი აზრით, მიჰოუკს ბევრი არ აფასებს, მე კი მგონია, რომ ის არა მხოლოდ უძლიერესი მოფარიკავე არამედ ერთ-ერთი უძლიერესი პერსონაჟია One piece-ის სამყაროში, მისი მახვილი მიეკუთვნება საუკეთესო ხმლების 21-ეულს, მისი ფარიკაობა კი თითქმის იდეალურია და ის საფუძვიანად იკავებს ჩემს ტოპში მე-6 ადგილს.





      #5
      აკაინუ (საკაძუკი)

     აკაინუ მოქმედი მარინფორდის მმართველია, მან დუელში დაამარცხა აოკიძი, რითიც საკუთარი სიძლიერე და შეუპოვრობა დაამტკიცა შესაძლოა ის ბევრისთვის ანტაგონისტია, მაგრამ ჩემთვის ეს ასე არაა, რადგან ის ებრძვის მეკობრეებს და საკუთარი სამართლიანობის განსჯის ყველაფერს, ის უდაოდ ძალიან ძლიერია, მისი ძალის დემონსტრაცია მოხდა მარინფორტის არკაში, თეთრწვერას წინააღმდეგ ბრძოლისას, მართალია, ის პირწმინდად განადგურდა ერთი ერთზე ბრძოლაში, მაგრამ ერთ-ერთი სასიკვდილო დარტყმა სწორედ მან მიაყენა იონკოს და უძლიერეს ადამიანს, ჩემი აზრით ის ახლა უფრო ძლიერია, ასევე ვფიქრობ, რომ მას შეიძლება სამეფო ჰაკი ჰქონდეს. (სამეფო ჰაკის შესახებ შევეცდები ცალკე სტატია მოვამზადო).




      #4  
      მონქი დი დრაგონი
       მართალია მისი ძალის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით, უბრალოდ უსამართლობა იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ძებნადი ადამიანის ამ ტოპში არ შეყვანა, არის უამრავი თეორია მისი ძალის შესახებ, მე მგონია რომ მისი ხილი, ქარის ლოგიაა ან ამინდის პარამეცია, რაც არ უნდა იყოს მის სახელში ურევია D. რაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის რევოლუციონერთა ლიდერია, ჩემი აზრით ასეთი ადამიანი სუსტი ვერ იქნება.
       
      #3 
      მონკქი დი გარპი (Monkey D Garp)
         ლეგენდარული მარინე და ჩვენი მთავარი გმირის ბაბუა, ასევე დრაგონის მამა. გარპი როგორც ვიცით ერთ-ერთი უძლიერესი მარინე იყო, მას არაერთხელ უბრძოლია გოლდ დი როჯერის წინააღმდეგ, მისი ძალის სრული დემონსტრაცია ჯერ არ მომხდარა, იმედი მაქვს ოდა გვაჩვენებს მის სრულ ძალას ფლეშბექის დახმარებით, საუკეთესო შემთხვევაში გოლდ დი როჯერთან ბრძოლას გაიხსენებს! 


      #2
       სენგოკუ
          სენგოკუ მარინეს ყოფილი ხელმძღვანელი ადამიანი, რომელმაც გარპთან ერთად შექმნა ეპოქა, ნამდვილად იმსახურებს 5-ულში ყოფნას. ბევრმა არ იცის მაგრამ მას ჰქონდა ადამიანი-ადამიანის ხილი (Human-Human Fruit Daibutsu Model) დიახ არ მოგესმათ, ვიცი რომ ჩოპპერის ხილს ძალიან ჰგავს ეს სახელი, მაგრამ ჩონიკის ხილისგან განსხვავებით ის მითიური ზოანია და არა პარამეცია.
       
      #1 
      სილვერ რეილი (ბნელეთის პრინცი)

      
      ბნელეთის პრინცი, მეკობრეთა მეფის, გოლდ დი როჯერის სტარპომი იყო, მისი ძალის სრულფასოვანი დემონსტრაცია ჯერ არ მომხდარა, იყო მცირე შეტაკება ბარსალინოსთან, მაგრამ ჩემი აზრით იქ მხოლოდ ძალის მცირე ნაწილი წარმოაჩინა, ჩემი აზრით ის One piece-ს სამყაროში ცოცხალთა შორის უძლიერესია (ვიმეორებ იონკოები არ ითვლება, რადგან ისინი ძალა არა ინდივიდუალურად არამედ გუნდით წარმოადგენენ გამონაკლისია კაიდო, კაიდო მონსტრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.)























    скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    February 2019    »
    MonTueWedThuFriSatSun
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728 
    ანიმე
  • მოგესალმებით მე ვარ ნეტერო, დიდი ხნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი სტატია, რომელსაც ვაქვეყნებ იმის იმედით, რომ...
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up