Preloader image
«    December 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ანიმე
  • მოგესალმებით მე ვარ ნეტერო, დიდი ხნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი სტატია, რომელსაც ვაქვეყნებ იმის იმედით, რომ...
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • ქურდბაცაცა ლუპენ მე-3
    4-07-2018, 12:45
    Anime
    Editing
    მოგესალმებით,ერთი კვირა გავიდა და ანა ოკომურა ისევ დაგიბრუნდათ 90-იანი წლების საუკეთესო ანიმეთი.

    ლუპენ მესამე მსოფლიოში დღემდე ყველაზე ცნობილი ანიმესა და მანგის პერსონაჟია.ის სახელგამთქმული და ყველა დროის საუკეთესო ქურდის არსენ ლუპენის შვილიშვილია.
    ამ მანგის ავტორი კი გახლავთ მანქი ფანჩი (Monkey Punch).
    თვითონ ორიგინალი მანგა 1967 წელს დაიწერა,თუმცა 1977 წლამდე ეკრანიზება არ ღირსებია.ანიმე სერიები ოფიციალურად მსოფლიოს მასშტაბით 1985 წელს გახდა ცნობილი და წარმოიდგინეთ მანგას 51 წელი შეუსრულდა,ხოლო ანიმეს კი 41. საკმაოდ დიდი დროა გასული,თუმცა 
    მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ ვინც ეს ანიმე იცით ახლაც გრძელდება მისი გადაღება და ახალი თანამედროვე სერიების ნახვის საშუალებაც მოგეცემათ სულ მალე.

    როგორც შესავალში ვახსენე ლუპენი შთამომავლობითვე ქურდბაცაცაა,მაგრამ ამას გარდა ძალიან მხიარული და კომიკური პერსონაჟია.მთელი ანიმე სერიების განმავლობაში არ მოიწყენთ მისი სისულელეებით,თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული სახეა,რეალობაში ის მართლაც ძალიან ჭკვიანია და ყველა ნაბიჯი წინასწარ აქვს გათვლილი და არასოდეს ცდება.

    რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ქურდს არ ჰყავდეს თავისი თანაშემწეები და ესენი არიან დაისუკე და ჯიგენი.დაისუკე საოცარი მსროლელია,მას იდეალური არწივის მხედველობა და შესანიშნავი სისწრაფე აქვს,ხოლო ჯიგენი სამურაია,მას მსოფლიოში საუკეთესო კატანა აქვს,მისი დახმარებით შესაძლებელია მეტალის გაჭრაც და ზოგადად მგონი ქვეყანაზე არ არსებობს რაიმე საგანი,რომელიც მას წინ აღუდგება.

    ამ ანიმე სერიებში არის ერთი ქალის პერსონაჟი სახელად ფუჯიკო მინე,რომელიც ლუპენის გულთამპყრობელია,ლუპენს ქალებისადმი სისუსტე ახასიათებს,მაგრამ მუდმივად ფუჯიკოს ერთგულად რჩება.მიუხედავად იმისა რომ,ეს ქალბატონი მუდმივად ატყუებს,მახეებს უგებს ლუპენს და საფრთხეში აგდებს მის სიცოცხლეს რაღაცნაირად მასაც უყვარა ლუპენი.
    კიდევ გვყავს ერთი სასაცილო პერსონაჟი გამომძიებელი კოიჩი ზენეგატა,რომელიც მუდამ ლუპენს დადევს და სულ ხელიდან
    უშვებს მას. 

    ეს ანიმე სერიები მე ძალიან მაგონებს სკუბი დუს მხატვრულ გაფორმებას.არ ვიცი რატომ მაგრამ ორივეში ერთნაირი პრიმიტივიზმითაა შესრულებული ანიმე სერიები.პირველ სეზონში ნამდვილად ეტყობა რომ ხელითაა ყველა დეტალი დამუშავებული და მაშინ მანქანებს ასე არ იყენებდნენ ხატვისას.

    მოკლედ ლუპენმა ისე შეაყვარა ხალხს თავი რომ 2014 წელს იაპონელებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ ფილმი.მისი რეჟისორი გახლავთ რიუჰეი კიტამურა,მთავარ როლში კი ჩემთვის უსაყვარლესი და ნიჭიერი იაპონელი მსახიობი შუნ ოგურია,ჩემი აზრით,მისნაირად ვერავინ შეასრულებდა ამ როლს.


    მასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეისა კურიკო და ტადანობუ ასაი.
    ლაივ ექშენები იაპონელებს ცუდად გამოდით ხოლმე,მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყვი ერთს,რომ კომედიურმა მიმართულებამ და კარგმა მსახიობებმა არ დამიკარგეს ანიმეზე შთაბეჭდილება და ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
    საბოლოოდ მინდა განვიხილო მუსიკალური გაფორმება,რომელიც ნამდვილად ყურადღებას იმსახურებს,მისი ავტორია იუჯი ონო და მინდა ვთქვა რომ გაკვირვებული დავრჩი,70-იან წლებში დაწერილმა მუსიკამ გამაოცა,სულაც არ მრჩებოდა შეგრძნება რომ რაღაც ძველს ვუსმენ და თითქოს დღემდე აქტუალური ჟანრია,თავისი უცნაური შესრულებით და ვოკალით.

    ახლა საინტერესო ფაქტები ლუპენის შესახებ:
    1) ზენეგატა და ლუპენი ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ის სულ რაღაც სამი წლითაა უფროსი მასზე.
    2)როგორც გაირკვა ლუპინსა და ფუჯიკოს მანგაში შვილი ჰყავთ სახელად ლუპინ კაზოუ,რაც ნიშნავს ლუპენის ბიჭს.
    3)ბოლო სერიებში გოემონი სმარტფონს იყენებს.
    4)ლუპინის პერსონაჟს გრძელი თმა უნდა ჰქონოდა,მაგრამ ვინაიდან იმ პერიოდში ბითლზების გამო ყველა გრძელი თმით დადიოდა შეცვალეს და მოკლე ვარცხნილობა შეურჩიეს.
    5)ლუპენის სერიალს თავიდან ხშირად აკრიტიკებდნენ მასში არსებული ძალადობისა(მათ შორის სექსუალური ძალადობისაც) და მძაფრსიუჟეტიანი მომენტების გამო.скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    December 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
     12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31 
    ანიმე
  • მოგესალმებით მე ვარ ნეტერო, დიდი ხნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი სტატია, რომელსაც ვაქვეყნებ იმის იმედით, რომ...
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up