Preloader image
«    October 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • 10 კომედიური ჟანრის ანიმე რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ !
    5-07-2018, 09:30
    Anime
    Editing
    ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ ! ამიტომაც წარმოგიდნეთ 10 კომედიურ ჟანრის ანიმეს რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ !
    10. Golden Boy- ოე კინტაროუ ახალგაზრდა ენერგიით სავსე ბიჭია, იგი წარმატებით ამთავრებდა უნივერსიტეტს მაშინ როდესაც გადაწყვიტა მიეტოვებინა იგი და წასულიყო რათა ესწავლა სიახლეები ცხოვრებაზე და.... ქალებზე. კინტაროუს არაა პრეტენზიული ამიტომაც მარტივად თანხმდება ნებისმიერ სამუშაოს რათა ისწავლოს სიახლეები, ჯამში იგი უბრალოდ დახეტიალობს მთელს ქალაქში და იგებს ბევრ რამეს ცხოვრებაზე და მათ შორის ქალებზეც.
    Golden Boy- ეს კომედიური ჟანრის კლასიკას წარმოადგენს იგი დაფუძნებულია მისივე სახელწოდების მანგაზე, ანიმე უფრო ეჩისა და კომედიის ნარევია და ალბათ ამიტომაც იმსახურებს იგი ანიმე ფანებისგან ასეთ დიდ პოპულარობას.
    9. SKET Dance- მოცემული ანიმე გვიყვება ისტორიას 3 მოზარდზე რომლებიც ერთ საშუალო სკოლაში დადიან, ისინი გაერთიანდებიან რათა შექმნან ასისტანტების კლუბი (ცნობილია ასევე როგორც სკეტ ბრიგადა (Sket Brigade) ), მათ მოვალეობებში შედის ნებისმიერი საკითხის გადაჭრა, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და ნებისმიერი ადამიანისთვის დახმარების გაწევა. უმეტესად ეს სამეული უსაქმურობითაა დაკავებული, მაგრამ ისინი არასდროს ამბობენ უარს თავიანთ მოვალეობების შესრულებაზე !
    მოცემული ანიმე მართლაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ ჟანრში. უბრალო პერსონაჟები, კარგი იუმორის გრძნობა და უაზრო სიუჟეტი ეს სამი კრიტერიუმი ამ ანიმეს ძალიან სასაცილოს და სასიამოვნო საყურებელს ხდის, მოკლედ რომ ვთქვათ ეს ანიმე გინტამაა უცხოპლანეტელების გარეშე !
    8. Beelzebub- ოგა ტაცუმი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია იშიამას უმაღლეს სკოლაში , აქ ძალადობა ჩვეულებრივი საქმეა, ამიტომაც სუსტი ფიზიკურად ვერ გადარჩება, ერთხელაც ოგა გადაარჩენს კაცს რომელიც მდინარეში იხრჩობოდა, ზუსტად აქედან იწყება ოგას თავგადასავალი, პატარა ბავშვი მას მიეჯაჭვება რომელიც მომავალში თვით სატანას შვილი აღმოჩნდება ! ოგას უწევს წავიდეს საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ, იგი ხდება ამ ბავშვის მასწავლებელი და ძიძა ! შემდეგ კი რა მოხდება თქვენივე თვალებით იხილეთ !
    7. Sakamoto Desu Ga- მთავარი პერსონაჟი საკამოტო სრულყოფილების უმშვენიერესი მაგალითია ! ყველა გოგოს გული მას ეკუთვნის, სკოლაში ყველაზე მაღალი ქულები მას ყავს, იგი მოწესრიგებულია და ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის ! ეს ანიმე კი უბრალოდ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზეა . ნამდვილად ანიმედან დიდს ვერაფერს ისწავლით, მაგრამ კარგად კი იცინებთ !
    6. Great Teacher Onizuka- ონიზუკას ოცნებაა გახდეს საუკეთესო მასწავლებელი, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივია როდესაც შენ წარსულში კრიმინალი და ბაიკერი იყავი. როგორც ხვდებით ონიზუკა ჩვეულებრივი მასწავლებელი არაა და ამიტომაც მის ზარმაც მოსწავლეებს მისი გაგდება სურთ, მაგრამ არ გამოსდით. უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ეს ანიმე არაა რეკომენდირებული ყველა ასაკისთვის რადგანაც მასში დიდი რაოდენობითაა ეჩჩი და რაღათქმაუნდა შავი იუმორი !
    5. Hataraku Maou-sama- ლორდი სატანა იყო დაკავებული კონტინეტის დაპყრობით როდესაც გმირმა ემილიამ მას ხელი შეუშალა შემდგომში კი პარალელურ სამყაროში პორტალი გაიხსნა სადაც ლორდი მისი მარჯვენა ხელი ლუციფერი და თვით ემილია გადაცვივდებიან, ისინი დღევანდელ დროის ტოკიოში მოხვდებიან, მათი ძალები გაქრება როგორ გადარჩებიან ისინი თანამედროვე დროს თანამედროვე ტოკიოში?
    მოკლედ რომ ვთქვათ ანიმე ეხება ლორდ სატანას რომელიც MgRonald-ში დაიწყებს მუშაობას და ჰამბურგერებით და კარტოფილი ფრით გეგმავს სამყაროს დაპყრობას ! ნუ გეგონებათ ეპიკ ჩხუბებით და ბრუტალური მომენტებით გავსებული ანიმე, უბრალოდ ჩაუჯექით და გემრიელად იცინეთ !
    4. Gekkan Shoujo Nozaki-kun ჩიო საკურა -მხიარული უფროსკლასელი გოგონაა რომელიც შეყვარებულია უმეტაროუ ნოზაკიზე. ხოლო როდესაც ჩიო მას სიყვარულში გამოუტყდება იგი უბრალოდ მიიღებს მისგან უცხო ავტოგრაფს, როგორც აღმოჩნდა ეს მოზარდი იყო სიოძო მანგაკა, რომლის ფსევდონიმიც საკიკო იუმენო იყო ! სერიას საბოლოოდ იქამდე მივყავართ რომ ჩიო ხდება ნოზაკის ერთ ერთი დამხმარე, თანდათან ჩიო უმეგობრდება და იცნობს ბევრ უცნაურ თანაკლასელს, მისი მორცხვი ასისტენტის ჩათვლით რომლის სახელიც მიკოტო მიკოშიბაა და "სკოლის პრინცთან" იუუ კაშიმასთან , საბოლოოდ ანიმე მოგვითხრობს ჩიოზე რომელიც ცდილობს დაანახოს ნოზაკის მისი გრძნობები მისდამი.... (უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს ანიმე ჩვენს საიტზე ქართული სუბებით უკვე დევს და შეგიძლიათ ახლავე იხილოთ  :request: )
    3.One Punch Man- სამყარო ბოროტმოქმედებმა და გმირებმა გაავსეს ! ერთი უბრალო ბიჭი სახელად საიტამა რომელიც საკუთარი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს ერთი მოვლენა მთლიანად გადაუტირალებს მის მოსაწყენ ცხოვრებას ! იგი ინტენსიურად დაიწყებს ვარჯიშს და გახდება უძლიერესი არსება ! ანიმე ეხება მის ძლიერ მოწინააღმდეგეებს რომლებსაც იგი ერთ დარტყმაში კლავს ! დანარჩენი ანიმეებისგან განსხვავებით ამ ანიმეში საკმაოდ კარგი ბრძოლები გვხვდება, მაგრამ ავტორები კომედიას არ აკლებენ !
    2.Nichijou- სამი გოგონას ჩვეულებრივი ცხოვრება საშუალო სკოლაში ! სიუჟეტში ასევე პატარა მეცნიერი და მისი რობოტიც ერთვებიან. ანიმე უბრალო კომედიაა სადაც არ უნდა დაჭიმოთ ტვინი რადგანაც გაარკვიოთ თუ ვინ ვისი შვილია რადგანაც თქვენ აქ უბრალოდ ერთი რამე გევალებათ... გაიცინოთ !

    საპატიო ადგილი: სანამ პირველ ადგილზე გადავიდოდეთ მინდა აღვნიშნო ერთი ანიმე რომლის გამოტოვებაც ჩემი აზრით უპატიებელი შეცდომა იქნებოდა ! Daily Lives Of High School Boys - მეორე ადგილოსანი ანიმესავით ეს ჩვეულებრივი მოზარდების ცხოვრებაზეა (ოღონდ ამ შემთხვევაში სიუჟეტი ბიჭების ცხოვრებაზეა) უბრალო მოკლე კარგი კომედიური ანიმე გირჩევთ, რომ ნახოთ !
    1. Gintama- ანიმე იწყება იმ ამბის შეტყობინებით , რომ დედამიწა უცხოპლანეტელებმა დაიპყრეს... გაჩერდით არსად არ წახვიდეთ ! არ გეგონოთ რაიმე Sci-Fi ანიმე, ეს გიჟური კომედიაა გინტოკიზე და მის მეგობრებზე, ასევე ანიმეში გვხვდება საინტერესო და კარგი ბრძოლები, მშვენიერი ისტორიით თუ სიუჟეტით, დანარჩენი ანიმეებისგან განსხვავებით ეს ფრიად დიდი ანიმეა, მაგრამ მისი გამოტოვება ნამდვილად არ ღირს !

    სტატიის ავტორი: Mephisto
    скачать dle 12.1
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    October 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up