Preloader image
«    October 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ლაპუტა მითი თუ რეალობა??
    25-06-2018, 12:54
    Anime
    Editing
    მოგესალმებით,ანა ოკომურა კვლავ გიბრუნდებათ საინტერესო ანიმე ფილმით,რომელსაც "ლაპუტა ანუ ციხესიმაგრე ცაში" ჰქვია.

    ზოგადად ანიმეს მოყვარულებმა აუცილებლად იციან სტუდიო გიბლის არსებობის შესახებ და ეს ანიმე ფილმიც სწორედ მას ეკუთვნის.

    ლაპუტა ჰაიაო მიაძაკის მეორე წარმატებული პროექტია.ის 1986 წელს გამოვიდა და პოპულარობა მოიპოვა.
    მიაძაკიმ თავისი გამოცდილება,რომელიც "Castle of Caligroso"-სა და "Nausicaa"-ზე  მუშაობისას დააგროვა ამ ანიმე ფილმში მაქსიმალურად გამოიყენა და წარმატებამაც არ დააყოვნა.

    ჰაიაო სტუდიო გიბლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და მთავარი რეჟისორია.მას ფანტაზიის უსაზღვრო სამყარო აქვს და მუდმივად გვამოგზაურებს სასწაულებრივ, თავგადასავლებით მოცულ ქვეყნიერებაში.აქვე დავამატებ იმას, რომ მიაძაკის ძალიან უყვარს მფრინავი სახელმწიფოს იდეა და ამას ბევრ მის ანიმეშიც ვხედავთ.

    ახლა რაც შეეხება ლაპუტას,ლაპუტას მთავარი გმირი არის გოგონა შეეტა რომელიც ციდან ჩამოფრინდება და აღმოჩნდება სოფლად მომუშავე ბიჭუნას მკლავებში, რომელსაც პაზუ ჰქვია.შეეტას თან აქვს უცნაური ყელსაბამი,რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია.


    პაზუს კი მთელი ცხოვრება ოცნებად ჰქონდა მამამისის კვალს გაჰყოლოდა და საიდუმლო,ცაში გამოკიდებული ციხე-სიმაგრე ენახა და შეეტას გამოჩენაც სწორედ ამას უკავშირდება.ისინი ერთად იწყებენ ამ მითისა და რეალობის ზღვარზე მოგზაურობას და ცდილობენ ლაპუტას პოვნას.



    მთელი ანიმეს განმავლობაში ვხვდებით უამრავ საინტერესო პერსონაჟს,შთამბეჭდავ ლანდშაფტებსა და ბუნების ხედებს ვუმზერთ და მართლაც არარსებულ სამყაროში ვეფლობით.

    ახლა დადგა დრო რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაგაცნოთ ლაპუტას შესახებ:

    1) ლაპუტა სახელი მიაძაკიმ აიღო ჩვენთვის კარგად ნაცნობი წიგნიდან "გულივერის თავგასავალი" მისი ავტორია ჯონათან სვიფტი.
    გულივერშიც მფრინავ კუნძულს სახელად ასე ერქვა.


    2) გრძელხელება რობოტები,რომლებსაც აქ ვხვდებით პირველად ჩნდებიან  ანიმე სერიალში Lupin III. მიაძაკიც იღებდა რაღაც მონაწილეობას ამ ანიმე სერიალში და სწორედ აქედან გაუჩნდა იდეა ამ პერსონაჟის გამოყენებისა.

    კომიქსების გამოფენაზე გამოტანილი გვქონდა ამ პერსონაჟის სანიშნეები
    რომელიც იაპონური ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით იყო შესრულებული.


    3) ასევე დამაინტრიგებელი ფაქტია ის რომ ლუფის "One piece"-დან და პაზუს ლაპუტადან ერთი გამხმოვანებელი ჰყავთ.დიახ მაიუმი ტანაკა ძალიან ბევრი ცნობილი ანიმე პერსონაჟის გამხმოვანებელია და ერთ-ერთი არის "Dragon Ball Z"-პერსონაჟიც.


    4) კიდევ მელია-ციყვი (fox-squirell) პერსონაჟს ვხედავთ "Nausicaa"-ში,რომელზედაც ჰაიაომ მანამდე იმუშავა.




    5)  სტუდიო გიბლის გადამღებ ჯგუფს და მის რეჟისორს ახასიათებთ სიღრმისეული აზრების ჩადება თავიანთ ფილმებში.ლაპუტას მთავარი მიზანი კი იყო ისეთი განვითარებული სახელმწიფოს ჩვენება სადაც მაღალტექნოლოგიური პროცესები ხელს არ უშლიან ადამიანებს ბუნებასთან ინტეგრირებაში და პირიქით მშვიდობიან თანაარსებობაშიც მონაწილეობას იღებენ.



     აი,სულ ეს იყო დღეისათვის,მე კიდევ შემდეგ კვირას შემოგიერთდებით ახალი სტატიით.მომავალ შეხვედრამდეскачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    October 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up