Preloader image
«    December 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ანიმე
  • მოგესალმებით მე ვარ ნეტერო, დიდი ხნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი სტატია, რომელსაც ვაქვეყნებ იმის იმედით, რომ...
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • 15 უცნობი ფაქტი "პოკემონების" შესახებ!
    3-06-2018, 14:35
    Anime / Manga / Gaming
    Editing
    მოგესალმებით ჩვენო მკითხველო,ანა ოკომურა დღეს დაგიბრუნდით ახალი და საინტერესო ფაქტებით ყველასთვის საყვარელ და ზე-პოპულარულ ანიმესა და თამაშზე "პოკემონები".

    "პოკემონები" შეიქმნა ნინტენდოს ამავე სახელწოდების თამაშის მიხედვით.ანიმეს სერიები გამოვიდა 1997 წელს იაპონიაში,ხოლო 1998 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოქვეყნდა.
    სულ ანიმეს 1019 სერია და 21 ფილმია გამოსული და დღესდღეობით ერთ-ერთი რეკორდსმენია მსოფლიოში თავისი პოპულარობით.


    მინდა მოკლედ მოვყვე სიუჟეტის შესახებ,მათთვის ვინც არ იცის ან კარგად არ ახსოვს.მთავარი გმირი გახლავთ 10 წლის ბიჭუნა სახელად ეშ კეტჩუმი,რომლის ოცნებაა გახდეს პოკემონების მბრძანებელი და მოიგოს ჩემპიონატები.
    სწორედ მაშინ როცა ის 10 წლის შესრულდება მეცნიერი ოაკისგან მიიღებს პოკემონს სახელად პიკაჩუს,რომელიც ძალიან უცნაური და იშვიათი პოკემონია,თავიდან ის არ მიიღებს ეშს და ებრძოლება კიდევაც, მაგრამ ბოლოს გული მაინც მოულბება და ისინი ერთად იწყებენ მოგზაურობას და შეჯიბრებებში მონაწილეობას.გზად მათ ბევრი თავგადასავალი გადახდებათ,იძენენ ახალ მეგობრებს და კომპანიონებს.მოკლედ საინტერესო და გასართობი ანიმეა.

    ახლა მინდა დაპირებული უცნობი ფაქტები შემოგთავაზოთ:

    1)ეში არ ბერდება,ის ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ათისაა და არ იზრდება.


    2)14 წლის მანძილზე ეშმა ვერცერთი ჩემპიონატის ფინალი ვერ მოიგო,თუმცა მას 52 ჯილდო აქვს მიღებული.

    3)ამ ანიმე სერიებმა და თამაშმა 24 მილიარდი ამერიკული დოლარი მოაგროვა.
    4)ეშმა მხოლოდ 70 პოკემონი მოაგროვა მთელი ფილმების განმავლობაში.
    5)პოკემონებს სახელად Koffing და Weezing მათ მიღმა იმალება აბრევიატურები NY  და LA რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მოწამლულ და დაბინძურებულ ქალაქებს მიეკუთვნება.(ნიუ იორკი და ლოს ანჯელესი)იდეაში მათი შექმნისას ეს ორი ქალაქი იყო ჩაფიქრებული.

    6)"პოკემონი" სახელი წამოვიდა სიტყვებიდან "Pocket Monster" ანუ ჯიბის მონსტრი.
    7)"პოკემონების" თამაშის იდეა მოდის იაპონელი ბავშვების ჰობიდან,მათ ხშირად უყვართ ხოჭოების შეგროვება და კოლექციის გაკეთება.
    8)ყველას ჰგონია რომ პიკაჩუ და სხვები იყვნენ პიონერი პოკემონები მაგრამ ცდებიან,სულ მთლად პირველი პოკემონები იყვნენ როკი და რიდონი,ქვის სახეობის პოკემონები.


    9)ბრუკი,ყველასათვის ცნობილი პერსონაჟი ანიმედან ამოიღეს იმიტომ რომ ზედმეტად რასისტული იყო.როდესაც შოუ ევროპასა და სხვა ქვეყნებში გავიდა დიდი აჟიოტაჟი მოიტანა მისი თვალების ფორმამ,რომელიც ესადაგებოდა ევროპელების წარმოდგენას აზიელ ხალხზე.


    10)პოკემონების მთავარი პერსონაჟი და ეშის პოკემონი უნდა ყოფილიყო Clefairy.
    დიახ,პიკაჩუს ნაცვლად ასეთი ფუმფულა და საყვარელი პერსონაჟი უნდა ერჩიათ რომ ბავშვებს შეყვარებოდათ.

    11)გოგო და ბიჭი პიკაჩუს გარჩევა შეგვიძლია მათი კუდის მოყვანილობით.

    12)2011 წელს ახალ ზელანდიასთან არსებულ ერთ-ერთ კუნძულზე სახელად
    Niue გამოუშვეს ფულის ერთეული პოკემონების გამოსახულებებით,დიახ ისინი ნადვილად მოქმედი ფულის კუპიურებია და თვითონ ამ კუნძულს თუ ნახავთ ნამდვილი სამოთხეა.



    13)პიკაჩუს სახელს ძალიან სასაცილო ისტორია აქვს,ის იაპონური სიტყვების შეერთებით წარმოიქმნა.იაპონურად დენის შესატყვისად გამოიყენებენ ხმოვან ბგერებს "პიკა-პიკა" ხოლო თაგვი გამოსცემს ხმას "ჩუ",საბოლოოდ კი გამოგვივიდა ელექტეული თაგვი ან რაღაც ამნაირი.
    14)თუ ვინმეს სახლში მოგეპოვებათ პოკემონების პირველი სერიის ბარათები არ გადაყაროთ,რადგან თქვენ შეიძლება გამდიდრდეთ.არსებობს პოკემონის ბარათი რომელიც სულ 6 ეგზემპლიარია და მისი ფასი დაზუსტებით არაა ცნობილი.ასევე არის პირველი თაობის ბარათები,რომელთა ფასი აუქციონზე 1400$-ს აღწევს.


    და ბოლო ფაქტი
    პიკაჩუს გამხმოვანებელი გახლავთ ზრდასრული ქალი იკუე ოტანი,რომელსაც ასევე ეკუთვნის პერსონაჟები ისეთი ცნობილი ანიმეებიდან,როგორებიცაა "One piece"(ჩოპერი) და "Naruto"(კონოჰამარუ)


    სულ ახლახანს გამოუშვეს პოკემონების ახალი თამაში და თუ სწორად გავიგე მობილურისთვისაც განაახლეს აპლიკაცია.თუ გიყვართ ეს თამაში აუცილებლად ნახეთ.
    მე კი მომდევნო კვირამდე გემშვიდობებით.
    скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    December 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
     12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31 
    ანიმე
  • მოგესალმებით მე ვარ ნეტერო, დიდი ხნის შემდეგ ეს არის ჩემი პირველი სტატია, რომელსაც ვაქვეყნებ იმის იმედით, რომ...
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up