Preloader image
«    October 2018    »
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ვინ არის ინუიაშა მაქცია თუ დემონი??
    27-05-2018, 15:43
    Anime / Manga
    Editing
    მოგესალმებით ჩვენი ონლაინ გვერდის მკითხველებო,ანა ოკომურა ისევ დაგიბრუნდათ ცოტა ხნის პაუზის შემდეგ და დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 90-იანი წლების ანიმე და მანგა ინუიაშა.

    ინუიაშა როგორც მანგა გამოქვეყნდა 1996 წელს,მისი ავტორი გახლავთ მშვენიერი ქალბატონი რუმიკო ტაკაჰაში და ეს ანიმე და მანგა მიეკუთვნება ისევ შონენის ჟანრს.

    ახლა ვისაუბროთ შინაარსე:

    მანგისა და ანიმეს მთავარი გმირი გახლავთ უფროსკლასელი კაგომე,გოგონა რომელსაც არ სჯერა მითების და ლეგენდების.მისი ოჯახი ძველ ტაძარში ცხოვრობს და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბება.მაგრამ ერთ დღეს როდესაც ტაძრის ძველ სათავსოს ალაგებდა,შემთხვევით აღმოჩნდება პორტალში რომლიდანაც კაგომე ფეხს შედგამს ძველ საუკუნეებში.დროში როდესაც მითები და რეალობა ერთმანეთშია არეული და დემონები და ბოროტი სულები ადამიანების გვერდით ცხოვრობენ.
    ის ასევე შემთხვევით წააწყდება ისტორიულ,უძლეველ დემონს სახელად ინუიაშას,ის სუფთა სისხლის დემონი არაა რადგან ნახევრად მაქცია და ნახევრად დემონია.კაგომე მას იპოვნის ხესთან ისრით განგმირულს და დახმარების მიზნით ამოაძრობს ისარს და ინუიაშაც იღვიძებს ორმოცდაათწლიანი სიზმრიდან.


    ინუიაშა რომ განვილიხოთ ის ძალიან აგრესიული,იმპულსური და მოუთვინიერებელი პერსონაჟია.



    ის ასეთი იყო და ვერასოდეს იტანდა ადამიანებს,თუმცა ერთმა ქალმა,ლამაზმა კიკიომ მისი გული მოინადირა.კიკიო იყო ტაძრის ბინადარი და ის იცავდა ოთხი სულის ქვას,ქვას რომლის მოპოვებაც ყველა დემონს სურდა რადგან უდიდესი ძალის მინიჭება შეეძლო.მოკლედ კიკიომ ინუიაშა მოარჯულა,მათ ერთმანეთი უყვარდათ თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა მათი ურთიერთობა,ერთმა ცბიერმა დემონმა ნარაკუმ,რომელსაც ეს ქვა სურდა კიკიოს ფორმა მიიღო და ინუიაშას ისარი ესროლა და ასე ჩამოიშორა გზიდან შემდეგ კიკიოს მოკვლაც სცადა მაგრამ სამწუხაროდ გეგმა ჩაეშალა კიკიომ სიკვდილისას თან წაიღო ეს ქვა და გაუჩინარდა.


    მოკლედ მას მერე 50 წელი გავიდა,ინუიაშას ამ ხნის განმავლობაში ეძინა და აი,ის ხვდება კაგომეს რომელმაც იხსნა ის და რომელიც კიკიოს ორეულია,მისი რეინკარნაციაა და სწორედ კაგომეს აქვს ის ქვა,თუმცა ერთ-ერთ დაპირისპირებაში ეს ქვა გასკდება და მილიონ ნაწილად დაიშლება.კაგომე მის გარეშე ვერაფერს გააკეთებს,ამიტომ ის და ინუიაშა იწყებენ მოგზაურობას ყველა ქვის შესაგროვებლად,მათ ამაში ხელს ნარაკუ უშლის.


    თუმცა გზადაგზა უამრავ სხვა დაბრკოლებასაც ხვდებიან.
    კაგომე და ინუიაშა მარტონი არ არიან,რა თქმა უნდა მათ ყჰავთ მეგობრები,სანგო და მიროკუ და კიდევ მრავალი სხვა რომლებიც ეხმარებიან და მხარს უჭერენ.

    მოკლედ რომ გაგაცნოთ სანგო არის ულამაზესი გოგონა,რომელიც დემონებზე მონადირეთა სოფლიდანაა და რომელსაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები აქვს.


    მიროკუს რაც შეეხება ის არის მექალთანე
    ბუდისტი მღვდელი,რომელსაც ხელზე საშინელი შავი ხვრელი აქვთ და ეს წყევლა თაობიდან თაობაზე გადადის,მისი მოშორება კი მხოლოდ სასწაულებრივ ძალას შეუძლია.

    ასე რომ კაგომეს მოგზაურობა ნამდვილად ფათერაკებითაა სავსე და ხშირად საინტერესო მეგობრებსაც ხვდებიან,მაგალითად კოგა,რომელსაც საშინლად მოსწონს კაგომე და ინუიაშას აეჭვიანებს ხოლმე 😁😁



    თვითონ ეს ანიმე დატვირთულია ბევრი სახალისო და სათავგადასავლო მომენტებით,არ მინდა გამომრჩეს ერთი პერსონაჟი სახელად სესშომარუ


    რომელიც ინუიაშას ნახევარძმაა,ის მისგან განსხვავებით სრულყოფილი დემონია და სძულს ინუიაშა,ინუიაშასაც არ უყვარს ის და მუდმივად ხელს უშლიან ერთმანეთს.მათი გზები სულ იკვეთება თუმცა, როცა ანიმეს უყურებთ დაინახავთ რომ ის არც ისე ცუდი პერსონაჟია და განიცდის ფერიცვალებას მთელი სიუჟეტის მანძილზე.

    ანიმე გაფორმებულია საინტერესო იაპონური სტილის მუსიკით,რომელიც შეგიძლიათ იუთუბზეც ნახოთ.ჩემთვის ერთ-ერთი მომაჯადოვებელია კიკიოს იავნანა-ასე ჰქვია მას ლათინურიდან თუ ვთარგმნით.ძალიან სევდიანი და ამაღელვებელი ჰანგებია.

    მთლიანი სიუჟეტი ეთმობა ინუიაშას ჭიდილს კიკიოსა და კაგომეს შორის,რომელი უყვარს??რომლის მხარე დაიჭიროს??საით წავიდეს??კიკიო წარსულია,კაგომე კი მომავალი და ვერ წყვეტს როგორ მოიქცეს.რომ გაიგოთ როგორ მთავრდება სიუჟეტი,რა ბედი ეწევა კაგომეს,დაბრუნდება თუ არა უკან?თუ ძველ სამყაროში დარჩება? უნდა ჩართოთ და ბოლომდე უყუროთ აუცილებლად.
    მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები და კვლავ ახალი და საინტერესო ანიმეთი დაგიბრუნდებით.



    скачать dle 12.1
    Теги:
    მოგეწონა პოსტი?
    შეუძლია გაუზიარო მეგობრებს:
    «    October 2018    »
    MonTueWedThuFriSatSun
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031 
    ანიმე
  • ძვირფასო მკითხველო მოგესალმები !  ჩვენ ადმინისტრაციას  სურს, რომ თქვენ კომედიური ჟანრის ანიმეებით გაგახალისოთ !...
  • FUNimation Entertainment-მა დაანონსა რომ ამერიკულ კინოათეატრბში აჩვენბდენ Attack on Titan-ს მე-3 სეზონის პირველ სერიას...
  • სტატიაში შეიტყობთ ქურდბაცაცა ლუპენ მესამის ისტორიას და საინტერესო ფაქტებს მის შესახებ......
  • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო ! მოგეხსენებათ ჩვენი ადმინისტრაცია მარტო საინტერესო ინფორმაციებს არ გთავაზობთ, ასევე ჩვენ...
  • სტატიაში შეიტყობთ ლაპუტას შესახებ...
  • სტატიაში წაიკითხავთ იდუმალ ფაქტებს აკირას შესახებ....
  • ინტერნეტი სავსეა ულამაზესი ქოსფლიერების ფოტოებით მსოფილოს ყველა კუთხიდან და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მსოფლიო...
  • 9 ამ სტატიაში შეიტყობთ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს "პოკემონების" შესახებ....
  • მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია ნეტერო, ვეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე მოვამზადო სტატიები. მოხარული ვიქნები...
  • ანიმე
    Please, rate the engine

    up